სწრაფი სესხები საქართველოში

მინიმალური თანხა: 100 ლარი
მაქსიმალური თანხა: 300 ლარი
სესხის განაკვეთი: 1.9%
რეიტინგი:
სესხის ვადა: 10-31 დღის
მინიმალური თანხა: 50 ლარი
მაქსიმალური თანხა: 250 ლარი
სესხის განაკვეთი: 15%
რეიტინგი:
სესხის ვადა: 30 თვემდე
მინიმალური თანხა: 50 ლარი
მაქსიმალური თანხა: 1000 ლარი
სესხის განაკვეთი: 8-19%
რეიტინგი:
სესხის ვადა: 61 დღის
მინიმალური თანხა: 100 ლარი
მაქსიმალური თანხა: 450 ლარი
სესხის განაკვეთი: 5-14%
რეიტინგი:
სესხის ვადა: 30 დღის
მინიმალური თანხა: 50 ლარი
მაქსიმალური თანხა: 1500 ლარი
სესხის განაკვეთი: 12-15%
რეიტინგი:
სესხის ვადა: 5-30 დღის
მინიმალური თანხა: 50 ლარი
მაქსიმალური თანხა: 500 ლარი
სესხის განაკვეთი: 0-16%
რეიტინგი:
სესხის ვადა: 7 დღის - 24 თვე დღე
მინიმალური თანხა: 100 ლარი
მაქსიმალური თანხა: 800 ლარი
სესხის განაკვეთი: 8%
რეიტინგი:
სესხის ვადა: 7-30 დღის

რა არის ონლაინ სესხები?

თუკი სწრაფად გჭირდებათ მცირე ოდენობის თანხა, სწრაფი სესხი თქვენი სწორი არჩევანი იქნება. ამ ტიპის სესხის უმთავრესი უპირატესობაა – სესხის აღების მსურველს არ დასჭირდება გარანტორის, ან დასაქმების მოწმობის წარდგენა. გადახდის დღის სესხი არის ნაღდი ფულის სესხების (online sesxebi) საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ დაფაროთ სავალდებულო საბანკო გადახდები.

“გადახდის დღის სესხი” არის მოკლევადიანი სესხი, რომლის გადახდა ხდება წინასწარ დათქმულ ვადაში. ეს ვადები ჩვეულებრივად მერყეობს 1 დღიდან 30 დღემდე. ზუსტი გადახდის ვადა დამოკიდებულია კრედიტორებზე. თანხის უკან დაბრუნებისას, თქვენ აღებულ თანხასთან ერთად იხდით საპროცენტო სარგებელს.

ამ ტიპის სესხებით თქვენ შეგიძლიათ ისესხოთ უფრო მცირე თანხები, ვიდრე ამას გთავაზობენ ტრადიციული სასესხო ორგანიზაციები. თანხები მერყეობს 25 ლარიდან 1000 ლარამდე. უფრო ხშირ შემთხვევაში ეს არის შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, ვისაც წარსულში ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ვერ იღებს სესხს ტრადიციულ სასესხო ორგანიზაციებში.

“გადახდის დღის სესხის” კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება არის სისწრაფე. ხშირ შემთხვევაში თანხა თქვენს ანგარიშზე აისახება განაცხადის შევსებისთანავე. საშუალოდ კი სესხის დამტკიცებას სჭირდება 15 წუთი, თანხის გადმორიცხვას – 2 საათი. სწორედ სისწრაფის გამო ამ სესხებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც “იმავე დღის სესხი”, “დაუყონებლივი სესხი”, “სწრაფი ნაღდი ფული”, “სწრაფი სესხი” (swrafi sesxi) ან ამ სიტყვების სხვადასხვა კომბინაციით.

სად შეიძლება სწრაფი სესხების გამოყენება

ადამიანის მოთხოვნილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მას ფული ისევე ესაჭიროება როგორც ჟანგბადი. იმის მიზეზი, თუ რატომ არის ფულის ან შემოსავლის წყაროს ძიება აქტუალური, უნდე ვეძიოთ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობაში რაც ფულს გააჩნია დღეს დღეისობით. ფულის ღირებულებითი თვისებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პიროვნებას გააჩნდეს წვდომა ფულზე სწორედ იმ მომენტში, როდესაც ეს მას ესაჭიროება.
სწრაფი სესხები არის ერთერთი გამოსავალი, როდესაც ფული გესაჭიროებათ გადაუდებელი მიზეზით, როგორიცაა მკურნალობის, განათლების, სახლის რემონტის და სხვა სახის ხარჯებისათვის.
მიზანშეწონილია სწრაფი სესხით ისარგებლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფული სასწრაფოდ და ხანმოკლე პერიოდით გესაჭიროებათ, რადგან მიუხედავად სწრაფი სესხების ხელმისაწვდომობისა მათ ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი ახასიათებთ. ამიტომ თუ თქვენ სწრაფს სესხს ხანგრძლივი პერიოდისათვის იყენებთ არსებობს თქვენი ფინანსური ბანკროტობის საშიშროება.
გადაუდებელი მიზეზები არ არის სწრაფი სესხის გამოყენების ერთადერთი კრიტერიუმი. თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სესხის დაფარვის თარიღი, რადგანაც სწრაფი სესხების საპროცენტო განაკვეთები არ არის ხუმრობის საგანი.
ასევე კარგი იდეაა სწრაფი სესხის გამყარება თქვენი მოსალოდნელი შემოსავლების ხარჯზე. თუ თქვენი საკრედიტო ისტორია გარკვეული მიზეზების გამო არასახარბიელოდ გამოიყურება, სწრაფი სესხის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მიმდინარე საჭიროებების დაფინანსებას მანამ, სანამ თქვენი კრედიტუნარიანობის მაჩვენებელი გამოსწორდება და თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, რომ სარგებლობდით სწრაფი სესხით.

სწრაფი სესხის მინიმალური მოთხოვნები

სწრაფი სესხის მიღების ძირითადი პრინციპები საკმაოდ მარტივია. თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა ტიპის კრედიტს, სწრაფ სესხსაც გააჩნია მინიმალური მოთხოვნები. სწრაფი სესხის მისაღებად არ არის საჭირო მსესხებელი ფიზიკურად იმყოფებოდეს საკრედიტო დაწესებულებაში, რადგანაც სწრაფი სესხის დამტკიცების პროცედურები ძირთადად ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. მანამ სანამ გადაწყვეტთ ისარგებლოთ სწრაფი სესხით, გთხოვთ გაეცნოთ ქვემომოყვანილ რამდენიმე მოთხოვნას:

სესხის უზრუნველყოფა:
სწრაფი სესხის შემთხვევაში უზრუნველყოფის ნაწილი არ არის აუცილებელი, თუმცა, თუ იქნება გადაწყვეტილება სესხისათვის უზრუნველყოფის დამატების შესახებ, ეს სესხის დროულად დაფარვის გარკვეული მასტიმულირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. ასე რომ, ზოგიერთი ადამიანისათვის ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყოს.

სესხის დაბრუნება:
სწრაფი სესხი – ჩვეულებრივი სესხია, და თქვენ მოგიწევთ მისი დაბრუნება. დიდი შეცდომაა, თუ თქვენ გსურთ სესხის აღება ისე, რომ არ გაგაჩნიათ მისი დროულად დაბრუნების საშუალება. სწრაფი სესხით სარგებლობის წინ დარწმუნდით, რომ თქვენი ხელფასი საკმარისია სესხის დასაბრუნებლად, ან თუ თქვენ უმუშევარი ხართ უნდა გამონახოთ რაიმე სხვა საშუალება. არ დაუშვათ სესხით სარგებლობის ვადების დარღვევა.

სესხების მრავალფეროვნება:
ბაზარზე არსებობს უამრავი საკრედიტო დაწესებულება, რომელიც სწრაფ სესხებს გთავაზობენ, ისინი ცდილობენ კონკურენტების დამარცხებას უფრო საინტერესო შემოთავაზებებით. სესხის აღების წინ გაეცანით რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა სასესხო შემოთავაზებას და აირჩიეთ ის, რომელიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და შესაძლებლობებს. ასევე ყურადღება მიაქციეთ სესხით სარგებლობის მოქნილი წესების არსებობას.

როდის უნდა იფიქროთ სრაფ სესხზე?

თუკი თქვენ დაგჭირდათ მოკლევადიანი სესხი მოულოდნელი და გადაუდებელი ანგარიშების დასაფარად, “გადახდის დღის სესხი” კარგი ვარიანტია. ის ასევე კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ვადაგადაცილებული იპოთეკური გადასახადებისგან დარიცხული მაღალი პროცენტები.

ამავე დროს, სასურველია ეს სესხი აიღოთ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ რომ შეძლებთ თანხის უკან დაბრუნებას დათქმულ ვადებში. ან თუ ვერ შეძლებთ ამას, ეს არ მოგაყენებთ გამოუსწორებელ ფინანსურ ზიანს.

სად უკეთესია მივმართოთ სწრაფი სესხისთვის?

ბოლო ხანებში გაჩნდა უამრავი სწრაფი სესხის კომპანია. ჩვენ გირჩევთ, გამოიყენოთ სანდო კრედიტორები და თავი შორს დაიჭიროთ საეჭვო კომპანიებისაგან. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სანდო საკრედიტო კომპანიები ჩვენს ვებსაიტზე, რომელთა შორისაც არიან: NetCredit.ge, Emmas Credit, Vivus.ge და სხვები.