სანამ სესხს აიღებდეთ

სანამ სესხს აიღებდეთ:

სანამ ფულს ისესხებდეთ, აუცილებლად უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, ნამდვილად საჭიროა თუ არა ამ ფულის დახარჯვა და შეძლებთ თუ არა დაფაროთ სესხი რომლის აღებასაც გეგმავთ. სანამ სესხს აიღებდეთ ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  1. შეიძლება რომ არ ვიყიდო ახლა და მოვიცადო მანამ სანამ მის შეძენას საკუთარი სახსრებით არ შევძლებ?
  2. იმ შემთხვევაში, თუ რამის ყიდვა გადაუდებელია, არსებობს რაიმე სხვა გზა რითაც შემეძლება მისი შეძენა? მაგალითად, ვთხოვო დამსაქმებელს წინასწარ გადამიხადოს ფული, ან ვისესხო ოჯახის წევრებისაგან ან მეგობრებისაგან.
  3. თუ რამის ყიდვა არ არის ძალიან საჩქარო იქნებ შემიძლია რომ ფული დავზოგო?

არასოდეს არ აიღოთ სესხი თუ:

  1. სესხის აღება იმისთვის გსურთ რომ სხვა ვალები გაისტუმროთ;
  2. თქვენ უკვე გაქვთ ერთი ან მეტი სესხი;
  3. თქვენ უკვე გაქვთ სხვა ვალები და/ან გადაუხდელი დავალიანებები;
  4. თუ არ ხართ დარწმუნებული, თქვენს შესაძლებლობებში გადაიხადოთ სესხი შესაბამის დროს

თუ გრძნობთ, რომ თქვენ სესხი მაინც გესაჭიროებათ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

დააკვირდით თქვენს შემოსავლებსა და ხარჯებს და დაფიქრდით შეძლებთ თუ არა ყველა გადასახადებისა და ვალების გასტუმრებას. გამოთვალეთ რა თანხის გასტუმრებას შეძლებთ ყოველ თვე. თუ თქვენი ბიუჯეტი მიუნიშნებს, რომ თქვენ არ გექნებათ ფული დამატებითი გადასახადების დასაფარად, მაშინ ეს ნიშნავს, რომ თქვენ სესხის აღება არ შეგიძლიათ.

APR: წლიური საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს სესხის წლიურ ღირებულებას (% -ში). წლიური საპროცენტო განკვეთით იანგარიშება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი და ანგარიშის სხვა მოსაკრებლები და გადასახადები. იმისათვის, რომ ადვილად შეძლოთ ერთი სესხის სხვა მსგავს სესხზე შედარება, კრედიტორები ვალდებულნი არიან განგიმარტონ, მათი წლიური საპროცენტო განკვეთის შესახებ სანამ შეთანხმებას ხელს მოაწერდეთ. მაგალითად:

A კრედიტორი გთავაზობთ 1000 ლარს 360 დღის განმავლობაში 150,7% წლიური საპროცენტო განკვეთით

B კრედიტორი გთავაზობთ 1000 ლარს 360 დღით რომელიც იანგარიშება 173,6% წლიური საპროცენტო განკვეთით

როგორც ზემოთ მოყვანილი სცენარიდან გასაგები ხდება, A კრედიტორიდან სესხის აღება უფრო ხელსაყრელი იქნება, რადგან თქვენ მიიღებთ იგივე რაოდენობის თანხას იმავე ვადით, მაგრამ ყოველ თვეში თქვენ გადაიხდით ნაკლებ პროცენტს.

სესხის ხარჯები და მაღალი ტარიფები:

ზოგიერთ სესხს აქვს ცვლადი საპროცენტო განაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. თქვენ არ უნდა აიღოთ ამ ტიპის სესხი იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ სესხის პროცენტის გაზრდის შემთხვევაში მის დაფარვას ვერ შეძლებთ.

დარწმუნდით, რომ არ არსებობს დამატებითი მოწყობის საფასური, რომელიც სესხებს უფრო გააძვირებს.

თუ დააგვიანებთ გადახდას, ჩვეულებრივ, საჭირო იქნება გადაიხადოთ დაგვიანებული გადასახადის დანამატი, ამიტომ მიიღეთ ზომები რომ გადახდა არ დაგიგვიანდეთ რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს კრედიტუნარიანობის მაჩვენებელზე, რამაც შესაძლოა მომავალში ფულის სესხება გაართულოს.

არ აიღოთ პირველივე სესხი რომელსაც შემოგთავაზებენ, შეადარეთ სხვადასხვა კრედიტორები რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენ იღებთ სესხის საუკეთესო შეთავაზებას.

სესხის ვადა: აირჩიეთ თქვენთვის შესაძლო უმოკლესი ვადა. გრძელვადიანი სესხები თავიდან შეიძლება უფრო მიმზიდველად ჩანდეს, რადგან არსებობს უფრო დაბალი ყოველთვიური გადასახადები, თუმცა საბოლოო ჯამში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთლიანი გადასახადი არის უფრო მაღალი ვიდრე მოკლევადიან სესხებზეა. თუ შესაძლებელია, უკეთესი იქნება აიღოთ მოკლევადიანი სესხი და გადაიხადოთ უფრო მეტი თანხის ოდენობა ყოველთვიურად.

თუ არ შეგიძლიათ გადაიხადოთ სესხი დროულად:

სესხის გადავადება: თუ აცნობიერებთ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ სესხის დროულად დაფარვას, არსებობს სერვისი რომელიც ეხება სესხის გადავადებას. ასეთი სერვისის შეთავაზება ხდება მრავალი კომპანიის მიერ დამატებითი ღირებულების საზღაურის საფასურად. ყველა საკრედიტო კომპანია თავად ადგენს გადავადების მომსახურების საფასურს.

საკრედიტო დღესასწაულები: სესხის გარკვეული დროით დაგვიანებით გადახდას ეწოდება საკრედიტო დღესასწაულები. საკრედიტო დღესასწაულები ხელმისაწვდომია რიგ შემთხვევებში, ისეთებში როგორიც მუშაობის უნარის დროებით დაკარგვა ან სამუშაო ადგილის დაკარგვაა. უმეტეს შემთხვევაში საკრედიტო დღესასწაულების მინიჭება ხდება ერთი თვიდან ერთი წლის ვადის განმავლობაში. ეს საერთოა გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში.

გაითვალისწინეთ!

ჩვენ, “CreditWok Georgia”-ის ოპერატორები არ წარმოვადგენთ ბანკს ან კრედიტორს. ჩვენ შემოვიფარგლებით კრედიტორებზე ინფორმაციის მოძიებით და თქვენთვის ხელსაყრელი კრედიტორების სრულფასოვანი სიის შედგენით. არ არის საჭირო თქვენი პირადი ინფორმაციის (პერსონალური, ფინანსური) ჩვენთვის მოწოდება. ამ ინფორმაციის მიწოდება დაგწირდებათ მხოლოდ იმ ბანკისთვის/კრედიტორისთვის რომელის ონლაინ აპლიკაციასაც შეავსებთ სესხის მოთხოვნისთვის. ჩვენ არანაირი პასუხისმგებლობა არ გვეკისრება თქვენს საკრედიტო შეთანხმებაზე, რომელიც შეიძლება დადოთ ჩვენს სიაში არსებულ ერთ-ერთ კრედიტორთან/ბანკთან. საიტით სარგებლობით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ რომ ზემოთ მოხსენიებულ წესებს ეთანხმებით. დაჟინებით გირჩევთ გაეცნოთ სრულ ინფორმაციას კრედიტორის ვებსაიტზე და გაიაზროთ თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა და კრედიტის დაფარვის პასუხისმგებლობა.